воскресенье, 15 июля 2018 г.

მეცხრე დღე

დღევანდელი , ტრენინგის მეცხრე დღე  არის დასკვნითი დღე . ეს დღეც საინტერესო და მნიშვნელოვანი იყო  ჩემთვის . შევასწორე და ხელახლა ატვირთე საპრეზენტაციო სლაიდ შოუ , შევასე   პროექტით სწავლების უკუკავშირის ფორმა ,  მოვახდინე  საკუთარი  ნაშრომის პრეზენტაცია  და ასევე მოვისმინე  ჩემი კოლეგების  პრეზენტაციები . 
ტრენინგმა  უაღრესად მნიშვნელოვანი  ცოდნა შემძინა ,  სახალისო  , საინტერესო და ნაყოფიერი  იყო ტრენინგი , რაც ტრენერის  დამსახურებაა .  მიღებულ ცოდნას და გამოცდილებას  აუცილებლად  გამოვიყენებ პრაქტიკაში . 

четверг, 12 июля 2018 г.

მერვე დღე

ტრენინგის  მერვე დღეც , როგორც წინა ყველა დღეები იყო საინტერესო და მნიშვნელოვანი . შევადგინე მოსწავლის  ნამუშევრის ბუკლეტი  და შევქმენი ჯგუფური მუშაობის შეფასების სქემა. ყველა  შესრულებული  დავალება ავტვირთე ბლოგზე .
დასანანია , რომ ტრენინგი დასასრულს უხლოვდება. მიხარია ასეთ სსიამოვნო გარემოში მუშაობა . 

понедельник, 9 июля 2018 г.

მეშვიდე დღე

ტრენინგის მეშვიდე დღეც სასიამოვნო და საინტერესო იყო. დავასრლე პროექტის გეგმა.
შევავსე  კითხვარი დიფერენცირებულ სწავლებაზე. შევიტანე ცვლილება საპრეზენტაციო სლაიდ შოუში .

четверг, 5 июля 2018 г.

მეექვსე დღე

ტრენინგის მეექვსე დღე კვლავ ნაყოფიერი და შრომატევადი იყო .
 შევქმენით  დროში გაწერილი  გეგმა,
მიმდინარე შეფასების პრაქტიკის რუბრიკა,
სასწავლო პროექტის გეგმის ჩეკლისტი,
შეფასების გეგმის ჩეკლისტი.
მოვახდინე სასწავლო პროექტის გეგმაში საჭირო  ცვლილებები .

უნდა აღინიშნოს ის ფაქტი , რომ ტრენერი , ქალბატონი ეკატერინე ბოკუჩავა ისე გვიმარტივებს სატრენინგო მასალას , იმდენად გულისხმიერი და თავდაუზოგავია ყველა ჩვენგანის მიმართ და იმდენად საინტერესოს და სახალისოს ხდის  ტრენინგს , საერთოდ ვერ ვგრძნობთ ტრენინგის ხანგრძივობას და დაღლილობას , პირიქით სურვილი მიჩნდება ტრენინგის არ დასრულებისა.

понедельник, 2 июля 2018 г.

მეხუთე დღე

ტრენინგის მეხუთე დღე ფრიად მნიშვნელოვანი და ნაყოფიერი იყო ჩვენთვის !  შევქმენი პრეზენტაცია წილადებზე  PowerPoint -ის ფორმატში .